წვდომის მენიუ

კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ

ნომერი: 530 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N 409/10 გადწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი - კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით ქ.თბილისში. 

კომისიაში განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენმა“.

კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N 409/10 გადაწყვეტილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 22 ივლისს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა  ლიცენზიის მაძიებლის შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  შპს „ფაივ ლაინს ფროდაქშენის“ მიერ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N 409/10 გადწყვეტილებით კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები