წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ

ნომერი: 531 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2005

მიღების თარიღი ივლისი 22, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N 410/10 გადწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით ქ.თბილისში. 

კომისიაში განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეს: შპს „საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტმა“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა და საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ.

კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N 410/10 გადაწყვეტილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 22 ივლისს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა  ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

         შპს „საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტის“ მიერ არ არის წარმოდგენილი: სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამაუწყებლო კონცეფცია, განცხადებაში არ არის გათვალისწინებული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N 410/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია, კომისიის ანგარიშზე გადახდილი სალიცენზიო გადასახდელი - 1,060.00 (ერთი ათას სამოცი) ლარი, 9 ლარით და 20 თეთრით ნაკლებია სალიცენზიო გადასახდელის 10%- ზე.

         კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე შპს „საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტმა“ წარმოადგინა სამაუწყებლო კონცეფცია.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ითვალისწინებს ლიცენზიის მაძიებლის გაფრთხილებას და დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღის მიცემას დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N410/10 გადწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს;

2. საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს მიერ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N410/10 გადწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს;

3. მიეცეს შპს „საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტს“ ვადა 2005 წლის 12 აგვისტომდე  შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოსადგენად:

ა) განცხადება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კონკურსის გამოცხადების თაობაზე  კომისიის 2005 17 ივნისის N410/10წლის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

თ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის, გადახდილი თანხის 1,060.00 (ერთი ათას სამოცი) ლარის გამოკლებით,  გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

4.  შპს „საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

  კომისიის თავმჯდომარე:                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები