წვდომის მენიუ

სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს’’-ს შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 537 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005

მიღების თარიღი ივლისი 26, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს ,,ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს’’-მ (წერილი N02-62-05, 12.07.2005წ.), რომლითაც კომპანიამ მოითხოვა  სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” ასს 41-სა და მის საბაზო სადგურს შორის ერთი სატელეფონო წყვილის და ასს 41-ში 1მ2 ფართის გამოყოფა მოდემის და UPS-ის განსათავსებლად.

კომისიამ 2005 წლის 26 ივლისს სხდომაზე განიხილა  სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს’’ შორის არსებული დავა.

კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” თავისუფალი წყვილი არ გააჩნია. სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ლ.კვერნაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული 30 წყვილიდან 22 გაცემულია ხელშეკრულებით, ხოლო 8 წყვილი დაკავებულია თავად სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს’’ შეუთანხმდება სატელეფონო წყვილის მფლობელ პირს სატელეფონო წყვილის დათმობის შესახებ, სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ იქნება წინააღმდეგი გადასცეს ეს წყვილი შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს’’-ს.

რაც შეეხება ფართის გამოყოფის საკითხს, სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა ლ.კვერნაძემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს  და სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გამოუყოფს  მოთხოვნილ ფართს შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს’’.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ავტორიზებული პირის ვალდებულებას მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყოს სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”:

ა) თავისუფალი სატელეფონო წყვილის არსებობის შემთხვევაში შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს’’-სათვის  სატელეფონო წყვილის გამოყოფა;

ბ) ასს 41-ის შენობაში 1 მ2 ფართის გამოყოფა შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს’’-სათვის.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები