წვდომის მენიუ

სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ,,საქართველოს ტელეკომს’’ შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 538 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005

მიღების თარიღი ივლისი 26, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს „საქართველოს ტელეკომმა“ (წერილი N04-430, 08.07.2005წ.), რომლითაც კომპანიამ მოითხოვა  სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” რეგიონებთან სატელეფონო კავშირის განხორციელებისას შპს „საქართველოს ტელეკომის“ მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება.

კომისიამ 2005 წლის 26 ივლისს სხდომაზე განიხილა  სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ,,საქართველოს ტელეკომს’’ შორის არსებული დავა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ტელეკომი“ სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მომსახურებას უწევს სახაზო-სააპარატო საამქროს და „კროსის“ მეშვეობით. მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სახაზო-სააპარატო საამქროს და „კროსის“ ნასყიდობის ან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, გამომდინარე იქედან, რომ სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” თავად ახორციელებს შესაბამისი მოწყობილობების დამონტაჟებას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებთან კავშირის განხორციელებას მის ქსელში. შპს „საქართველოს ტელეკომი“ ითხოვს ნახევრად-ავტომატური საკომუტაციო მოწყობილობის თითოეული არხის იჯარისთვის თვეში 10 ლარის გადახდას 2005 წლის 1 იანვრიდან იმ დრომდე, სანამ სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ დაასრულებს აღნიშნული სამუშაოების დასრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებს არსებული კავშირების შეზღუდვას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ამასთან, სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” საჭიროებს შპს „საქართველოს ტელეკომის“ მომსახურებას მანამ, სანამ არ უზრუნველყოფს საკუთარ ტექნიკურ საშუალებებს რეგიონებთან კავშირისთვის.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყოს სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 2005 წლის 1 ივნისიდან შპს „საქართველოს ტელეკომისთვის“ რეგიონებთან კავშირისთვის გამოყენებული ნახევრად-ავტომატური საკომუტაციო მოწყობილობის თითოეული არხით მომსახურებისთვის 10 ლარის გადახდა თვეში;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები