შპს „მაქსისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005
მიღების თარიღი ივლისი 29, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „მაქსმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის N 06/5/ბ-291 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (30.06.05) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “მაქსს” 151.700 მგჰც და 157.400 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “მაქსისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “მაქსისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
