საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №448/22 გადაწყვეტილებაში შეცდომის გასწორების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005
მიღების თარიღი ივლისი 29, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 1 ივლისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N448/22 შპს “სოსელოს” გაფრთხილების თაობაზე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ 2001 წლის 7 სექტემბერს კომისიის N 417 გადაწყვეტილებით შპს “სოსელოს” მიეცა N281 ლიცენზია (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება).
2005 წლის 25 თებერვალს ქ. გორის რაიონული სასამართლოს N 5-ბ/8/4-807 დადგენილებით შპს “სოსელოს” ნატურით გამოყოფილი ქონების ბაზაზე შეიქმნა შპს “TV – გორი”, რომელსაც შესაბამისად გადაეცა კომისიის მიერ 2001 წლის 7 სექტემბერს შპს “სოსელოზე” გაცემული N1281 ლიცენზია (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება).
ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სასახურისათვის უცნობი იყო, რის გამოც კომისიის 2005 წლის 1 ივლისის N448/22 გადაწყვეტილებაში ნაცვლად შპს “TV – გორისა” მითითებულია შპს “სოსელო”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მოახდინოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შესწორების შეტანა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს შეცდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 1 ივლისის N 448/22 გადაწყვეტილებაში და შპს “სოსელოს” ნაცვლად ყველგან მიეთითოს შპს “TV – გორი”;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის 2005 წლის 1 ივლისის N448/22 გადაწყვეტილებაში შეცდომის ტექნიკური გასწორება;
4 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ N1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
