წვდომის მენიუ

შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 549 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005

მიღების თარიღი ივლისი 29, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 05/10, 23.06.05.) მიმართა  შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის N 5/4-4227 დადგენილებით) ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის  სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით (N 215, 08.04.05.) შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის”, გაიცა ლიცენზია N 1469. აღნიშნული ლიცენზიის პირობების შესაბამისად, შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” მიეცა უფლება აწარმოოს რადიოპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში 97.1 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია ოფისიდან (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას პრ.         N 76ბ) მახათას მთამდე რადიო სიგნალის გადასაცემად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” 2045 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 1469 ლიცენზიის მოქმედების ვადით (08.04.2014.);

2.   აღირიცხოს შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები