წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 55 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 55 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005

მიღების თარიღი იანვარი 28, 2005

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებსთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-07/13264, 07.12.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  BAKHCHYSARAI – 28 TBK (ADD), SUDAK – 31  TBK (ADD), SUDAK – 37  TBK (ADD) და YALTA-03 – 49 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-21 მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა: 1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის BAKHCHYSARAI – 28 TBK (ADD), SUDAK – 31  TBK (ADD), SUDAK – 37  TBK (ADD) და YALTA-03 – 49 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 11.3-07/13264, 07.12.04. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები