წვდომის მენიუ

მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 550 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 3 ივნისის N354/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ შემოიტანა.

კომისიის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 2005 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N412/22 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 3 ივნისის N 354/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონთან. გადაწყვეტილება გაეგზავნა შპს “ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება საქართველოს  კანონმდებლობის მოთხოვნებს და აუქციონის პირობებს.

აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 5 აგვისტოს კომისიის სხდომაზე. აუქციონის პირობების თანახმად, თუ აუქციონში მონაწილეობს ერთი ლიცენზიის მაძიებელი, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს წარმომადგენელმა დაადასტურა რომ იგი თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 346,578.75 (სამას ორმოცდაექვსი ათას  ხუთას სამოცდათვრამეტი ლარი და 75 თეთრი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  346,578.75 (სამას ორმოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდათვრამეტი ლარი და 75 თეთრი) ლარი.

2.  უზრუნველყოს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 34,657, 88 (ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 88 თეთრი) ლარის გადახდა 2005 წლის 5 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 34,657, 88 (ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 88 თეთრი) ლარის გადახდა 2005 წლის 5 სექტემბრამდე უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

(ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური)

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

(ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური)

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (242,605.13 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, თანაბარწილად ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე მუხლში გათვალისწინებული თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „ქართულ სატელეფონო კომპანიას“ ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%) არ უბრუნდება;

5. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აუქციონის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

6. კომისიის ადმინისტრაციამ (ნ.ჯანელიძე) უზრუნველყოს შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).კომისიის თავმჯდომარე                                                      დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები