წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 555 / 14

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005

 

 

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/1494, 11.07.05; № UMS-50/1296, 29.06.05. და № UMS-50/1179, 21.06.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MAKHACHKALA – 95.4 MHz, ARMAVIR – 95.9 MHz, ALI-IURT – 104.0 MHz, LAZAREVSKOE – 88.3 MHz და ARMAVIR – 98.5 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

                “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MAKHACHKALA – 95.4 MHz, ARMAVIR – 95.9 MHz, ALI-IURT – 104.0 MHz, LAZAREVSKOE – 88.3 MHz და ARMAVIR – 98.5 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე  (№ UMS-50/1494, 11.07.05; № UMS-50/1296, 29.06.05. და № UMS-50/1179, 21.06.05. წერილების დანართში  აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები