სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ კონსტანტინე ბერულავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/58-05, 20.07.05.) მიმართა მოქალაქე კონსტანტინე ბერულავამ (მცხ. ქ. თბილისი, ფურცელაძის ქ. N 8; პირადობის მოწმობის N გ 0060190) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კონსტანტინე ბერულავა 1980 წლიდან არის რაიომოყვარული და მინიჭებული აქვს „A“ კატეგორიის რადიომოყვარულის წოდება, სახმობი 4L4KW.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ კონსტანტინე ბერულავას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:
|
რეგისტრაციის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და N |
სახმობი |
კატეგორია |
|
A - 009 |
კონსტანტინე ბერულავა |
ქ. თბილისი, ფურცელაძის ქ. 8, რ/სადგურები: Kenwood TS-440V; Cobra-148GTL; Nagat-101; Radio Shack |
4L4KW |
„A“ |
2. რადიომოყვარული კონსტანტინე ბერულავა ვალდებულია რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების მოქმედი შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით დაიცვას რეგისტრაციისა და გამოყენების ყველა მოთხოვნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
