საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის “შრომის ანაზღაურების, პრემირებისა და ფინანსური რეზერვის ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 05, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 3 ივლისის N1/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში “შრომის ანაზღაურების, პრემირებისა და ფინანსური რეზერვის ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ” ცვლილებების შეტანის მიზნით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“10. კომისიის კვარტალური ბიუჯეტის შესრულებისას საერთო ეკონომიის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია უზრუნველყოს კომისიისა და მისი აპარატის მუშაკების ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით პრემირება; პრემირების ფონდი აგრეთვე გამოიყენება ცალკეული თანამშრომლის პრემირებისთვის, მიღწეული წარმატების, ერთჯერადად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისა და წახალისებისათვის;”
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
“11. ფინანსური რეზერვის ფონდში თანხების არსებობის შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაზღვევას;”
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ფინანსურ სამსახურს (ი.აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
