წვდომის მენიუ

შპს ,,სიტი ექსპრესისთვის“ საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადის განხილვის შესახებ

ნომერი: 565 / 1

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2005

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ,,სიტი ექსპრესმა” (რეგისტრირებულია ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის წლის 2 ივლისის დადგენილებით, რეგისტრაციის N7/4-2086) კომისიას მიმართა განცხადებით (26.07.2005წ.) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ”, რომლის თანახმად საფოსტო კავშირით მომსახურება ლიცენზირებას აღარ ექვემდებარება. 

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობის და სანებართვო ქმედების სფეროების ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს ეს კანონი, დაუშვებელია სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საქმიანობასა და ქმედებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის      მე-4 მუხლის თანახმად , კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს ,,სიტი ექსპრესისთვის“  საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციული  წარმოება;

2. ეცნობოს შპს “სიტი ექსპრესს”, რომ საფოსტო კავშირით მომსახურება ლიცენზირებას არ ექვემდებარება (ე.ასანიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

    კომისიის თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები