წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 57 შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი’’-სთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 57 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005

მიღების თარიღი იანვარი 28, 2005

შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფი’’-სთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა’’ კომისიას მიმართა განცხადებით (24.12.2004წ. N7/480-04), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის’’ მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ„ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N1448 ლიცენზია შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს’’ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება (ქ.თბილისი);

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. შპს ,,კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა’’ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები