წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 570 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 19, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 19 აგვისტოს N 56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  წარმოდგენილ კომისიის  N56 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს     2 (ორი) საკითხი:

ა) შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 56 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები