წვდომის მენიუ

საქართველოს რადიომოყვარულთა დამოუკიდებელ რადიოკლუბ „ივერიას“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 571 / 12

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 19, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს რადიომოყვარულთა დამოუკიდებელ რადიოკლუბ „ივერიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით N 02, 08.07.05, კოლექტიური მოხმარების რადიოსადგურის  (სახმობი ნიშანი-4L1W) ექსპლუატაციის გარდაცვლილი ხელმძღვანელის ლევან ცქიფურიძის ნებართვის, აღნიშნული რადიოსადგურის ახალ ხელმძღვანელ, ავთანდილ ჯიქიაზე გადაფორმების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კოლექტიური მოხმარების სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სიხშირეებისა და სახმობის მისანიჭებლად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე წესების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოთხოვა (წერილი N08/1260-05, 04.08.05) და წარომოდგენისათვის განუსაზღვრა  ხუთი დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ  მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად იქნას დატოვებული საქართველოს რადიომოყვარულთა დამოუკიდებელ რადიოკლუბ „ივერიას“ განცხადება N 02, 08.07.05 კოლექტიური მოხმარების რადიოსადგურის  (სახმობი ნიშანი – 4L1W) ექსპლუატაციის გარდაცვლილი ხელმძღვანელის ლევან ცქიფურიძის ნებართვის, აღნიშნული რადიოსადგურის ახალ ხელმძღვანელ, ავთანდილ ჯიქიაზე გადაფორმების შესახებ;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს   (ს. შავგულიძე). 

   კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები