წვდომის მენიუ

„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის № 5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 576 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  11-ე მუხლის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N 5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურსა (კ.ყურაშვილი) და მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის № 5 დადგენილებაში ცვლილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 7 ოქტომბერს, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2005 წლის 21 ოქტომბერს;

  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს  

      ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ N1ა) ერთი  

      თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                 დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები