წვდომის მენიუ

შპს „მეგაკომისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 577 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მეგაკომმა“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაინული სასამართლოს 1996 წლის 30 ოქტომბერს N 7/4-411 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით N17, 25.07.05, მაგისტრალური რადიოსარელეო ხაზებზე გამოსაყენებლად სიხშირული წყვილების მინიჭების თაობაზე.

სიხშირეები გათვალისწინებულია, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი- რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს  შპს „მეგაკომს“ 6620.00 მგჰც, 6960.00 მეგჰც, 6700.00 მგჰც  და 7040.00 მგჰც  სიხშირეები ზოლის სიგანით 40 მგჰც, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ლაგოდეხი, თბილისი-რუსთავი, კოჯორი-გუდაური და გორი-ახალციხის მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის  ერთი წლის ვადით.

2.   აღირიცხოს შპს „მეგაკომისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მეგაკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების  მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები