შპს “ჯორჯიან სექიურითი სერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ჯორჯიან სექიურითი სერვისისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის N 06/5/ბ-395 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს “ჯორჯიან სექიურითი სერვისის” საქმიანობის საგანია ობიექტების, პირადი უსაფრთხოების დაცვა, ტვირთების დაცვა, გაცილება და სხვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ჯორჯიან სექიურითი სერვისს” 405.225 მგჰც და 410.575 მგჰც სიხშირეებიქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ჯორჯიან სექიურითი სერვისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ჯორჯიან სექიურითი სერვისისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
