წვდომის მენიუ

ი/ს “ინგა შარვაძე – “სამშობლოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 579 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ         ი/ს “ინგა შარვაძე – სამშობლომ” (ქ. თბილისის მთაწმინდა კრწანისის საოლქლ საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 04/1-976, 29.09.2003; საიდენტიფიკაციო კოდი 104449553) კომისიას მიმართა განცხადებით (N 05/4-2005) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.   ი/ს “ინგა შარვაძე – სამშობლოს” საქმიანობის საგანია დაცვითი სამსახურების ორგანიზება. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში სადისპეჩერო პუნქტსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/ს “ინგა შარვაძე – სამშობლოს” 420.425 მგჰც და 425.525 მგჰც სიხშირეებიქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს ი/ს “ინგა შარვაძე – სამშობლოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “ინგა შარვაძე – სამშობლოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს  სიხშირული რესურსების

მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 კომისიის  თავმჯდომარე                                                                     დ. ქიტოშვილი    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები