შპს “ვიქტორია ჯენერალ სექიურითისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ვიქტორია ჯენერალ სექიურითმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის N 06/4-1988ა დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “ჯორჯიან სექიურითი სერვისის” საქმიანობის საგანია ობიექტების, პირადი უსაფრთხოების დაცვა, ტვირთების დაცვა, გაცილება და სხვა. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ვიქტორია ჯენერალ სექიურითის” 161.200 მგჰც სიხშირექ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ვიქტორია ჯენერალ სექიურთისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ვიქტორია ჯენერალ სექიურთისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
