შპს “ვიქტორიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ვიქტორიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის N 06/4-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს “ვიქტორიას” საქმიანობის საგანია ფიზიკური და იურიდიული პირების საადვოკატო, საკონსულტაციო, სანოტარო და სხვა სახის იურიდიული მომსახურბა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ვიქტორიას” 441.325 მგჰც და 446.625 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ვიქტორიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ვიქტორიასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
