შპს „მეგა TV“-ის N 213 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005
საქრთველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით N19, 29.07.05 მიმართა შპს „მეგა TV“-იმ (ლიცენზია N 213, მოქმედების ვადა - 2011 წლის 31 დეკემბრამდე) ქ.ხონში მისი კუთვნილი სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემის სიმძლავრის (100 ვტ), 700 ვატამდე გაზრდის შესაძლებლობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მეგა TV“, N213 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, სატელევიზო მაუწყებლობას აწარმოებს მეორე მეტრულ არხზე ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება გადამცემის სიმძლავრის მომატების მიზნით, რაც განპირობებულია სეზონური ხასიათის საეთერო ხელშეშლების (ზაფხულის ტროპოსფერული გავრცელება) მიმართ, მაუწყებლობის არეალში სამაუწყებლო სიგნალის დონის გაზრდის აუცილებლობით.
გადამცემის სიმძლავრის მომატების შემდგომ, შპს „მეგა TV“-ს სამაუწყებლო არეალის არსებულ საზღვრებში შენარჩუნების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, სიმძლავრის მომატებამდე ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შპს „მეგა TV“-ს განესაზღვროს საკონტროლი წერტილებში (წყალტუბო, სამტრედია, ს.მაღლაკი, ს.ქვიტირი, ქუთაისი, ჩოხატაური, ოზურგეთი ) სამაუწყებლო სიგნალის დასაშვები მაქსიმალური დონეები.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „მეგა TV“-ის კერძო მაუწყებლობის N213 ლიცენზია
და ლიცენზიის სახე და სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
2. განისაზღვროს შპს „მეგა TV“-ის N213 ლიცენზიის მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი და ტექნიკური პარამეტრები: ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ხონში და მიმდებარე რაიონებში;
3. განესაზღვროს შპს „მეგა TV“-ის გამოსახულების სიგნალის შესაძლო მაქსიმალური დონეები მეტრული დიაპაზონის მე-2 სატელევიზიო არხზე საკონტროლო გაზომვის წერტილებში, ჩამონათვალის მიხედვით:
ა) ქ.წყალტუბო (სავაჭრო ცენტრის ტერიტორია) – 42 დბ (მკვ/მტ);
გ) ს.ქვიტირი – 39 დბ (მკვ/მტ);
დ) ქ.სამტრედია (ცენტრი) – 32დბ (მკვ/მტ);
ე) ქ.ქუთაისი (რკინიგზის ძველი სადგური) – 35 დბ (მკვ/მტ);
ვ) ქ.ჩოხატაური (გამგეობის შენობა) – 17 დბ (მკვ/მტ);
ზ) ქ.ოზურგეთი (სატელევიზიო ანძა) – 35 დბ (მკვ/მტ);
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლში გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე) და კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
