წვდომის მენიუ

შპს “ამირანი 92”-ის 1477 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 585 / 4

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2005

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-8 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (ე.ასანიძე) შპს “ამირანი 92”-ის 1477 ლიცენზიის გაუქმების მიზნით;

2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე)

3. შპს “ამირანი 92”-ის 1477 ლიცენზიის გაუქმების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 30 სექტემბერს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2005 წლის 7 ოქტომბერს;

4. გაეგზავნოს შპს “ამირანი 92”-ს წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.ქადეიშვილი) შესაბამისი თანმხლები წერილით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                 დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები