წვდომის მენიუ

შპს “სატელიტსერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 589 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  “სატელიტსერვისმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისისN 5/გ-1551 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისსა და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს “სატელირსერვისმა” 2005 წლის 5 სექტემბერს შეავსო ავტორიზაციის დეკლარაცია, რომელშიც საქმიანობის/მომსახურების სახედ მითითებულია: 1). ინტერნეტით მომსახურება (ა. ქსელით უზრუნველყოფა; ბ. მომსახურების მოწოდება) და 2). სხვა საკომუნიკაციო მომსახურება, კერძოდ, საკაბელო-სატრანზიტო მაუწყებლობა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს  “სატელიტსერვისს” 2.2-2.4 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. ქუთაისის და სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე   მეორადი გამოყენების უფლებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს  “სატელიტსერვისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  “სატელიტსერვისისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.        გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

      კომისიის  თავმჯდომარე                                                                     დ. ქიტოშვილი 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები