გადაწყვეტილება N 59 შპს “აჭარის ელექტროკავშირი”-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსი
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005
მიღების თარიღი იანვარი 28, 2005
შპს „აჭარის ელექტროკავშირი”-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიების გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს აჭარის ელექტროკავშირმა” (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს N01/04-2035, 21.12.2004 წ. გადაწყვეტილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N21/7 17.01.2005წ.), ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე და ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიების მისაღებად.
შპს „აჭარის ელექტროკავშირის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა”, „ბ.ბ” და „ბ.ე” ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „აჭარის ელექტროკავშირს”:
ა) N 1449 ლიცენზია ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
ბ) N1450 ლიცენზია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
გ) N1451 ლიცენზია ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
2. მიეცეს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოყენების ნებართვა ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად N1449 ლიცენზიის მოქმედების ვადით:
ქ. ბათუმში 6XXXX, 7XXXX, 5XXXX, 2XXXX, 4XXXX, 9XXXX;
ქობულეთის რაიონში 6XXXX; ხულოს რაიონში - 7XXXX; შუახევის რაიონში - 6XXXX; ქედის რაიონში - 5XXXX, ხელვაჩაურის რაიონში - 4XXXX;
3. შპს „აჭარის ელექტროკავშირმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე ):
ა) სათანადო მონაცემების შეტანა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ)„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
