„რეგულირების საფასურის გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2005
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რეგულირების საფასურის გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურსა (კ.ყურაშვილი) და ფინანსურ სამსახურს (ი. აბულაძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. „რეგულირების საფასურის გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 7 ოქტომბერს, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2005 წლის 21 ოქტომბერს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი
თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
