რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2005
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის GERGEBIL DAG – 24 TBK (ADD), PIATIGORSK STAVR – 44 TBK (ADD), VOZNESENSKAYA KRAS – 36 TBK (ADD); SHALI CHECH – 12 TBK (ADD), NALCHIK KAB-BALK – 43 TBK (MOD), BOTLIH DAG – 29 TBK (MOD) და BOTLIH DAG – 31 TBK (MOD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/1218, 21.06.05; N UMS-50/1558, 15.07.05 და N UMS-50/1267, 22.06.05.) წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
