რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2005
თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სათანამგზავრო სამსახურის სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურისთვის IRGAPAI-GES/VT2-6 მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილის (№ UMS-50/1220, 21.06.05.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
