საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“BTC-1”, “SKY HOPE”, “GALINA” და “SHARK”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0654 |
Georgian Pipeline Company |
“BTC-1” |
4LNZ |
213 059 000 |
- |
|
2 |
0655 |
Leaders Marine S.A. |
“SKY HOPE” |
4LJF |
213 078 000 |
- |
|
3 |
0656 |
A.M. Yagur Ltd |
“GALINA” |
4LFJ |
213 081 000 |
- |
|
4 |
0660 |
Geno Girkelidze |
“SHARK” |
4LII |
213 050 000 |
- |
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ . თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
