შპს „მაგთიკომი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 5 აგვისტოს N 551/10 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით (1935 მგჰც - 1950 მგჰც; 2125 მგჰც – 2140 მგჰც; 1915 მგჰც - 1920 მგჰც) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია N551/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის მიხედვით შპს „მაგთიკომის“ მიერ 2005 წლის 2 სექტემბერს გადახდილია:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (20,379,352.00 ლარი) 10% ანუ 2,037,935.20 (ორი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი ლარი და 20 თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ს (2,037,935.20 ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (849,139.20 ლარი) ანუ 1,188,796.00 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდარვა ათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი კომისიის ანგარიშზე;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10% ანუ 2,037,935.20 (ორი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი ლარი და 20 თეთრი) ლარი უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F 2 ლიცენზია შპს “მაგთიკომს” მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 1935 მგჰც-დან 1950 მგჰც-მდე, 2125 მგჰც-დან 2140 მგჰც-მდე, 1915 მგჰც -დან 1920 მგჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში 10 წლის ვადით;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 14,265,546.40 (თოთხმეტი მილიონ ორას სამოცდახუთი ათას ხუთას ორმოცდაექვსი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 14,265,546.40 (თოთხმეტი მილიონ ორას სამოცდახუთი ათას ხუთას ორმოცდაექვსი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1,188,795.53 ლარი - 2005 წლის 5 ოქტომბრამდე;
1,188,795.53 ლარი - 2005 წლის 5 ნოემბრამდე;
1,188,795.53 ლარი - 2005 წლის 5 დეკემბრამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 იანვრამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 თებერვლამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 მარტამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 აპრილამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 მაისამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 ივნისამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 ივლისამდე;
1,188,795.53 ლარი - 2006 წლის 5 აგვისტომდე;
1,188,795.57 ლარი - 2006 წლის 5 სექტემბრამდე;
4. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ :
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების (საკომუტაცის სადგური) IIF პორტებითა და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
