შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიისთვის“კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 06, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში კომისიის 2005 წლის 17 ივნისის 382/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანია”.
კომისია აღნიშნავს, რომ “საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N382/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიის” მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის (34,382.81) 20% - 6,876.56 (ექვსი ათას რვაას სამოცდათექვსმეტი ლარი და 56 თეთრი) ლარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე.
შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიამ” მიმართა კომისიას (წერილი N6, 7.09.2005 წ.), რომლითაც მოითხოვა კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული სიხშირის – 31-ე სატელევიზიო არხის ნაცვლად ლიცენზიაში 34-ე სატელევიზიო არხის გათვალისწინება, გადამცემის სიმძლავრე 3 კვტ. კომისია აღნიშნავს, რომ 34-ე სატელევიზიო არხი გათვალიწინებულია ქ.გორისთვის განსაზღვრულ თავისუფალ სიხშირეთა ბადეში, შესაბამისად, შესაძლებელია კონკურსში გამარჯვებულის თხოვნის დაკმაყოფილება.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის 382/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიას“ კერძო მაუწყებლობის N B 6 ლიცენზია 10 წლის ვადით;
2. ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის გავრცელების სამოქმედო ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
ა) სამოქმედო ზონა – სამაუწყებლო ზონა 4 : მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები (სამაუწყებლო ზონა განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N 267 გადაწყევტილების პირველი პუნქტით);
ბ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – გორის ანძა;
ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კორდინატები - 44E03; 42N02; (გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).
ბ.გ.) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 180;
ბ.დ.) სატელევიზიო არხი – 34;
ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 3 კვტ;
ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;
ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშუალო რადიუსი – 40 კმ;
4. შპს „შიდა ქართლის ტელეკომპანია” ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი ნიშნის მინიჭებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა;
მ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
ნ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
ო) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
პ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ჟ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
რ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;
5. შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანია” ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და სამოქმედო ზონის დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
6. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით;
7. შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანია” ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
8. შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიამ” უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
9. სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 80% ანუ 27,506.25 (ოცდაშვიდი ათას ხუთას ექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3,056.25 ლარი - 2006 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2007 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2008 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2009 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2010 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2011 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2012 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2013 წლის 9 ოქტომბერი;
3,056.25 ლარი - 2014 წლის 9 ოქტომბერი;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს “შიდა ქართლის ტელეკომპანიას” გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
12. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
