წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 599 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 16 სექტემბრის N 61 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N 61 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 – მე-9 (შპს “ტვ სპექტრისთვის”, შპს “ერასთვის”, შპს “გორდასთვის”, შპს “მადისთვის”, შპს “რიკასთვის”, შპს “ტელევიზია კახეთისთვის” და შპს “ტვ ERA”-სთვის ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ) საკითხები მ/ წლის 23 სექტემბრის კომისიის N 64 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 61 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 61  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის წევრი                                                       გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები