წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 60 უნივერსალური მომსახურების სამსახურის ეკონომისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 60 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005

მიღების თარიღი იანვარი 28, 2005

უნივერსალური მომსახურების სამსახურის ეკონომისტის

ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს N338 ბრძანებულების „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის  N326 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” თანახმად, უნივერსალური მომსახურების პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ერონვულ კომისიის აპარატში შეიქმნა სპეციალური  ერთეული – უნივერსალური მომსახურების სამსახური, რომლის ფუნქციებსაც წარმოადგენს: უნივერსალური მომსახურების პროექტების ეკონომიკური და ფინანსური ანალიზი, უნივერსალური მომსახურების ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება, წმინდა ღირებულების სახელმძღვანელოს შესახებ კომისიის დებულების პროექტის შემუშავება, უნივერსალური მომსახურების მიმდინარე პროექტების ეკონომიკური მონიტორინგი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  გამოცხადდეს კონკურსი კომისიის აპარატის უნივერსალური მომსახურების სამსახურის    ეკონომისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

2.                  შეიქმნას საკონკურსო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა)  დ. ქიტოშვილი (საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე);

ბ)  გ. ფრუიძე (საკონკურსო საბჭოს წევრი);

გ)  დ. პატარაია (საკონკურსო საბჭოს წევრი);

დ)  ა. ნაკაშიძე  (საკონკურსო საბჭოს წევრი);

ე)  ი. დეკანოსიძე (საკონკურსო საბჭოს წევრი);

ვ)  მ. ოქრუაშვილი (საკონკურსო საბჭოს წევრი);

ზ)  კ. ყურაშვილი (საკონკურსო საბჭოს წევრი);

თ) ი. ლორია (საკონკურსო საბჭოს მდივანი).

3. უნივერსალური მომსახურების სამსახურის ეკონომისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება  ეკონომიკის სფეროში,  არა ნაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილებით  (სასურველია კავშირგაბმულობის სფეროში) ან სხვა უმაღლესი განათლება ეკონომიკასთან დაკავშირებულ სფეროში არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილებით (სასურველია კავშირგაბმულობის სფეროში);

ბ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

გ) კომპიუტერული პროგრამებით (Microsoft Office, MS Windows), ინტერნეტის ქსელით და  ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უნარჩვევები;

დ) ანალიტიკური უნარ-ჩვევები; კომუნიკაბელურობა; ინიციატივიანობა; მეტყველების კულტურა.

4. კონკურსში მონაწილეობის მისღებად  წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სარეკომენდაციო წერილი (წერილები).

5. განცხადებები და საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მიმდინარე წლის 18 მარტის 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. N 42, I სართულზე, აპარატის ადმინისტრაციაში ან ელ-ფოსტით მისამართზე: post@gncc.ge.

6. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე პირთათვის ინტერესთა კონფლიქტს შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები თუ პირი იმადროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

7. თუ თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტი, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

8. კონკურსი ჩატარდება შერჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების მეთოდით. შერჩევა (კონკურსში მონაწილეთა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ჩატარდება საკონკურსო საბჭოს მიერ 2005 წლის 21 მარტს, ხოლო ტესტირება ჩატარდება საკონკურსო საბჭოს მიერ 2005 წლის 22 მარტს.

9. გასაუბრება შედგება და კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 25 მარტს. საკონკურსო საბჭო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა), ექვსი თვის ვადაში.

11. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უნივერსალური მომსახურების სამსახურს  (ა. ნაკაშიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილ

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები