წვდომის მენიუ

ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 600 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2005

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

      კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 2 აგვისტოს № 6/9 ბრძანების საფუძველზე კომისიის აპარატის მუშაკების მიერ განხორციელდა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობის მონიტორინგი.

  კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურში წარმოდგენილია შემოწმების აქტი და კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის მოხსენებითი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძე”, რომელიც ფლობს № B5 ლიცენზიას (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხების: РТР Спорт ПланетаНТВ Кинохит”, “FaShion tv”, “СТС” “НТВ Футбол”, “ТНТ”, “ТВ...”, “რუსთავი 2”, “იმედი”, “აჭარა”, “საზოგადოებრივი მაუწყებლობის 1 არხი” -ის რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძეს”კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი მის საკაბელო ქსელში ჩართული არც ერთი არხის რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძის”გაფრთხილების თაობაზე.

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძის” მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 58-ე  მუხლის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას. 

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძე”, რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულება. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძეს”1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინდივიდუალური საწარმო “ემზარ ზოიძემ” არხების:РТР Спорт ПланетаНТВ Кинохит”, “FaShion tv”, “СТС” “НТВ Футбол”, “ТНТ”, “ТВ...”, “რუსთავი 2”, “იმედი”, “აჭარა”, “საზოგადოებრივი მაუწყებლობის 1 არხი”-ის არამართლზომიერი ტრანსლირება და უზრუნველყოს მის საკაბელო ქსელში არსებული სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა კომისიაში ორი კვირის განმავლობაში; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ N1ა) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სასახურს (გ. რატიშვილი).

       კომისიის წევრი                                                            გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები