წვდომის მენიუ

კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 605 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N409 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო  სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით თბილისის სამაუწყებლო ზონაში. განისაზღვრა: დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად - 2005 წლის 14 ივლისის  17:00 საათი, საკონკურსო სხდომის თარიღად - 2005  წლის 23 სექტემბერის 13:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობად – 10.692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი; ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,კერძო სპეციალიზებულ (გასართობი)   რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N409  გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა  შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენმა“.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2005 წლის 23 სექტემბერს კომისიის საჯარო სხდომაზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენის“ დირექტორი  მ.სააკაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენის“ დირექტორმა, ბატონმა მ. სააკაშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო სპეციალიზებულ (სპორტულ)   რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 10.692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენი“, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 10.692,00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი;  

2.   სალიცენზიო გადასახდელის  20% - 2.138,40  (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 1 069.20 (ერთი ათას  სამოცდაცხრა ლარი და ოცი თეთრი) ლარის გამოკლებით (1 069.20) მიიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 23 ნოემბრამდე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

   3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 80% ანუ 8.553,60 (რვა ათას ხუთას ორმოცდაცამეტი ლარი და 60 თეთრი)  ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

   4. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

   5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

   6. წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტში გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას  შპს “ფაივ ლაინს ფროდაქშენისთვის“  ლიცენზიის გაცემის თაობაზე;

     7. შპს “ფაფვ ლაინს ფროდაქშენის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე პუნქტით განსაზღვრული თანხის 2005 წლის 23 ნოემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

     8. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე  უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;

  9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

  10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (დ. ქუთათელაძე).

კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები