წვდომის მენიუ

შპს “საქაერონავიგაციასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 611 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის  N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 8/881, 09.08.05) ქ. თბილისში, ქ.ფოთში და ქ. სენაკში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს შპს „საქაერონავიგაციას” ქ. თბილისში 12962.75 მგჰც, 13228.75 მგჰც სიხშირეები (გატარების ზოლი 28 მგჰც) და 12948.75 მგჰც, 13214.75 მგჰც სიხშირეები (გატარების ზოლი 28 მგჰც)  ქ. ფოთში და ქ. სენაკში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს შპს „საქაერონავიგაციასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქაერონავიგაციასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                                                 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები