წვდომის მენიუ

შპს “კორტესი გიდაგო“-სათვის კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 612 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში 2005 წლის 19 აგვისტოს N569/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “კორტესი გიდაგო“.

კომისია აღნიშნავს, რომ “საეთერო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2005 წლის 19 აგვისტოს N569/10  გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “კორტესი გიდაგოს“ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის (11.583)  20% - 2316.6  (ორი ათას სამას თექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი კომისიის ანგარიშზე.

   “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე,  38-ე და 43-ე მუხლებისა  და კომისიის 2005 წლის 19 აგვისტოს საკონკურსო სხდომის N569/10    გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს “კორტესი გიდაგო“-ს კერძო მაუწყებლობის N B7 ლიცენზია 10 წლის ვადით;

2.  ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

     ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (სპორტული) რადიომაუწყებლობა;          

3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

      ა) სამოქმედო ზონა: სამაუწყებლო ზონა 1, ქ. თბილისი (სამაუწყებლო ზონა განსაზღვრულია კომისიის 2003 წლის 13 ივნისის N267 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით);

ბ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ბ.ა.) ანტენის განთავსების ადგილი – თბილისის ანძა;

ბ.ბ.) ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები - 44E47; 41N41;

ბ.გ) ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მ;

ბ.დ.) FM რადიო-სიხშირე – 96.3 მგჰც;

ბ.ე.) გადამცემის სიმძლავრე – 1 კვტ;

ბ.ვ.) ანტენის გასხივების დიაგრამა – წრიული;

ბ.ზ.) სამაუწყებლო ზონის საშ.რად – 25 კმ;

4.  შპს “კორტესი გიდაგო“  ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და  მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

6. შპს “კორტესი გიდაგო“ ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და სამოქმედო ზონის დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;

7. შპს “კორტესი გიდაგო“   ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

8.  შპს “კორტესი გიდაგო“-მ უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

9.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 80% ანუ 9.266,4 (ცხრა ათას ორას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი)  ლარი გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

 

1029.6 ლარი -  2006 წლის 23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2007 წლის 23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2008 წლის 23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2009 წლის 23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2010 წლის 23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2011 წლის  23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2012 წლის  23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2013 წლის  23 ოქტომბრამდე;

1029.6 ლარი -  2014 წლის  23 ოქტომბრამდე;

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს “კორტესი გიდაგო“-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

12. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (დ. ქუთათელაძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                             გ. ფრუიძე       
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები