წვდომის მენიუ

მოქალაქე ნიკოლოზ არუთინოვის განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ნომერი: 613 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 21 სექტემბერს  კომისიას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადმოუგზავნა (წერილი 4827-1/19.09.2005)  მოქალაქე  ნიკოლოზ არუთინოვის განცხადება, მცხოვრები ქ. თბილისი, ჯავახეთის ქუჩა, მე-4 კორპუსი, ბინა 10, სააბონენტო ნომერი – 730512,  რომელიც ასაჩივრებს  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ ანგარიშს 111 ლარისა და 64 თეთრის ოდენობით.

კომისიასთან არსებულმა მომხარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეისწავლა განცხადების  შინაარსი და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

 1. განცხადება შემოტანილია უფლებამოსილი და ქმედუნარიანი  პირის -  სააბონენტო ნომრის 52 19 30 მფლობელის – ნიკოლოზ არუთინოვის მიერ.

2. განცხადებაში მოპასუხედ განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზირებული (ავტორიზებული) პირი – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

3. არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

4. სასამართლო წარმოებაში არ არის საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

კომისიამ იხელმძღვანელა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინფორმაციით და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  63-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის შესაბამისად,

 

გადაწყვიტა:

1.    მიღებულ იქნას წარმოებაში მოქალაქე ნ. არუთინოვის განცხადება;

2. უზრუნველყოს კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (რ. შავიშვილი) განცხადების მარტივი ადმინისტრაციული წესით წარმოება;

3.   უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (ნ. ჯანელიძე) ამ გადაწყვეტილების გაგზავნა მოქალაქე ნ. არუთინოვისა და  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის N1 ა) 1 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიასთან  არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს (რ. შავიშვილი).

 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                                                                 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები