გადაწყვეტილება N 62 შპს “იბერიატელისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005
მიღების თარიღი იანვარი 28, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „იბერიატელმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 13 მაისის N 2/4-2027 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 05; 27.01.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N HWC050119007; 19.01.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს უმავთულო ფიქსირებულ მიმღებ-გადამცემ ტერმინალს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „იბერიატელს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N HWC050119007; 19.01.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს „იბერიატელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
