წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 621 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 04 ოქტომბრის N 65 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N 65 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-13 საკითხი (შპს “სამეგრელოს”  N 419 ლიცენზიის გაუქმების შესახებ) მ/წლის 07 ოქტომბრის კომისიის      N 66 სხდომის დღის წესრიგის პრიექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 65 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:

ა) ი/ს “ალექსანდრე ჭეიშვილი - სატელიტსერვისის” N 1317 ლიცენზიის გაუქმების მიზნით  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 65  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები