აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტმა (შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 5 ოქტომბრის N 58 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 472, 01.09.05) ქ. ბათუმში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტს 152.825 მგჰც და 157.825 მგჰც ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
