წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 623 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2005

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (N UMS-50/1483, 11.07.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის NEZLOBNAYA STAVR – 12 TBK (MOD) და NOVOPAVLOVSK STAVR – 12 TBK (MOD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

      წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

     “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის NEZLOBNAYA STAVR – 12 TBK (MOD) და NOVOPAVLOVSK STAVR – 12 TBK (MOD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/1483, 11.07.05.) წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).    

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები