წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 629 / 21

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2005

 საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) განიხილა რა აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი 2005 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმების საფუძველზე აპარატის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კომისიის  მ/წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის წარმოდგენილი პროექტი, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის, კომისიის დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს  კომისიის  2005 წლის მე-4 კვარტლის წარმოდგენილი სამუშაო გეგმა (თან ერთვის), კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის უფროსებმა:

ა) კომისიის წინამდებარე სამუშაო გეგმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების პროექტების კომისიის სხდომებზე დამტკიცებულ ვადებში განსახილველად წარმოდგენა;

ბ) სამუშაო გეგმების მომზადებისას აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნების უპირობო დაცვა.

3. სისტემატიურად წარედგინოს ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს დამტკიცებული სამუშაო გეგმის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულების მიმდინარეობის თაობაზე (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები