წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 63 ეუთოს მისიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 63 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005

მიღების თარიღი იანვარი 28, 2005

ეუთოს მისიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ეუთოს მისიამ კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3948, 01.10.05. და HAWB# 74000294) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (პერსონალური სათანამგზავრო მიმღებ-გადამცემი სისტემა და 1.2 მ. დიამეტრის ანტენა) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ეუთოს მისიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3948, 01.10.05. და HAWB# 74000294) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ეუთოს მისიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები