ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისთვისსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებამ კომისიას მიმართა განცხადებით (02.09.05.) საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებას, საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის ფიქსირებული სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფებისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
