წვდომის მენიუ

შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 632 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC“-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 29 აპრილის N 5/4-1645 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 02/72-05, 31.08.05) ქ. თბილისში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს რადიოსარელეო კავშირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC“-ს  7821.825  მგჰც და 8133.150 მგჰც სიხშირეები (გატარების ზოლი 3.5 მგჰც) ქ. თბილისში (მთაწმინდის სატელევიზიო ანძა – შპს “ოპიზას” ტერიტორია, ლილო, ჭირნახულის შესახვევი N 7) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC“-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ქართული სატელეფონო კომპანია GTC“-სთვის  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის  თავმჯდომარე                                                               დ. ქიტოშვილი                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები