წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 66 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 634 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 07 ოქტომბრის N 66 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადადებულ იქნეს კომისიის N66 სხდომის დღის წერიგის პროექტის მე-7 საკითხი (შპს “სამეგრელოს”  N419 ლიცენზიის გაუქმების შესახებ) დამატებითი შესწავლის მიზნით;

2. წარმოდგენილ კომისიის N 66 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  6 (ექვსი) საკითხი:

ა) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ რევაზ მეტრეველისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. თ. ძაგნიძე);

ბ) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

გ) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

დ) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ე) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ვ) კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ  (ე. ასანიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 66  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები