შპს„ამირანი-92“-ის N B1 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005
შპს „ამირანი“ N B1 ლიცენზიის გაუქმების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართა 2005 წლის 30 სექტემბერს.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2005 წლის 15 ივლისის N494/1 გადაწყვეტილება შპს “ამირანი-92”-ისთვის ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის გაცემის შესახებ;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
