შპს “თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი”- სთვის კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს შპს “თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა” (რეგისტრირებული 1996 წლის 21 აგვისტოს ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის N06/4-407) კომისიას მიმართა განცხადებით (09.09.2005 წ.) საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ლ” და “ჰ2” პუნქტების, 36-ე, 38-ე, და 41-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს კერძო ტელემაუწყებლობის N B8 ლიცენზია შპს “თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს”;
ლიცენზიის სახე: საკაბელო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა: საქართველოს ტერიტორია;
2. შპს “თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი” ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ე)მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები;
ვ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით;
ზ) არ გაავრცელოს ისეთი პროგრამები, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა;
თ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;
ი) მაუწყებლობა განახორციელოს დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 8 საათი;
კ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ლ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი;
მ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ნ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
ო) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
პ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
ჟ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
